ვიდეო
დაცლილი სოფელი - სიჩუმე ადამიანების ნაცვლად
FaceBook
იმერეთში არსებული სოფლები ყოველწლიურად იცლება. 

ხალხი ტოვებს მამა-პაპისეულ კარ-მიდამოს და ქალაქებში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებს. 
მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს საქსტატის მონაცემები.
იმერეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა 1994 წლისთვის 391,7 ათასს შეადგენდა, 2024 წლის მონაცემებით ეს რიცხვი შემცირდა და 229,8
ათასი შეადგინა ანუ იმერეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში 161,900 ადამიანმა დატოვა.
მოსახლეობის კლების დინამიკა ჩანს ხონის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც.
2015 წლის მონაცემით ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში 14,400 ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წლის მაჩვენებლით სასოფლო დასახლება 14,400 -დან 11,400-მდე შემცირდა.

ხონის მუნიცპალიტეტში შემავალი ძეძილეთის თემის სოფლებში მოსახლეობა მცირდება.

"ადრე ოთხი ოჯახი ვიყავით ამ პატარა მონაკვეთში, ახლა მარტო დავრჩი. ადამიანი აღარ მხვდება გამარჯობა რომ ვუთხრა", - ამბობს ძეძილეთელი ვალერი გელბახიანი.

ძეძილეთის სოფლებში ადამიანის პოვნას ძებნა სჭირდება.

რასაც ხედავ ან გესმის ცარიელი, მიტოვებული სახლები და სიჩუმეა.


Print