ვიდეო
"ერთად დავიბრუნოთ საქართველოს ევროპული მომავალი"- ავტოკოლონით მსვლელობა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში, ავტომფლობელებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.

მოქალაქეებმა უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს.

"ჩვენ, დღეს, ავტომობილებით მთელი ქალაქი შემოვიარეთ. ეს არის ჩვენი პასუხი, სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისში თავგანწირვით იბრძვიან. უკან დასახევი გზა არ გაქვს, უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება, ან ვიქნებით რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა იმედა ონიანმა.




საპროტესტო აქციები ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. აქციების მიზეზი 28 ნოემბერს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.

"ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე, უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
Print