რატომ იცლება სოფლები - მოსახლეობა პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე (თავისუფალი ტრიბუნა)
11:31 / 26.11.2024
"ქუთაისიპოსტი", საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო,
მოქალაქეებს თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.
მათ შესაძლებლობა აქვთ, გააჟღერონ თავიანთი ხედვა კონკრეტულ საკითხთან
დაკავშირებით - სად ხედავენ პრობლემას, რა არის გამოსავალი და რას
გააკეთებდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი თავად რომ იყვნენ.
„თავისუფალი ტრიბუნის“ მორიგი თემა დაცლილი სოფლები გახლავთ, რის
მიზეზადაც ადგილობრივები ეკონომიკური აქტივობების არარსებობას
ასახელებენ.
გამოკითხვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძმუისსა და ლაშიაში
ჩავატარეთ. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სოფლების
უმეტესობას არ აქვს სასმელად ვარგისი წყალი და გაზი. ასევე აქვთ
გზისა და ტრანსპორტის პრობლემა. შესაბამისად, იძულებულები ხდებიან,
სოფლები დატოვონ.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე არ არის დასაქმების და განვითარების
პერსპექტივა, ამიტომ სოფლები ახალგაზრდებისგან ყოველდღიურად
იცლება.
არსებულ პრობლემებთან ერთად, მოქალაქეები გამოსავლის გზებზეც
საუბრობენ. მათი თქმით, თავად რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები
იყვნენ, ისეთ პროგრამებს შეიმუშავებდნენ, რომლებიც ადგილობრივთა
საჭიროებებზე მორგებული და სოფლების გაძლიერებაზე
ორიენტირებული იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები