„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
საპროტესტო აქტი, როგორც თავად ამბობს, საზოგადოების თვალის ასახელად
გააკეთა.
მარიამის აზრით ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს არის
მისი თავისუფლების და არჩევანის შეზღუდვა, დაშინებით, მოსყიდვით თუ
სხვა უკანონო საშუალებით.
მარიამი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმის
შეხსენება, რომ მათი ფუნდამენტური უფლება დაირღვა და საზოგადოებამ ეს
უნდა გააპროტესტოს.
მასალის გამოყენების პირობები