ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - 1 წუთში მთავარი სათქმელი საარჩევნო სუბიექტებისთვის
15:00 / 24.10.2024
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6
წლის შემდეგ მიმდინარეობს.
მართალია, ჯერ ბულვარის კეთილმოწყობა დასრულებული არ არის, თუმცა,
ადგილობრივების ნაწილი უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
როგორია ქუთაისში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების ხედვა
ქალაქის ცენტრალურ ბულვარტან დაკავშირებით და როგორ უნდა მოხდეს მისი
რეაბილიტაცია, რომ ავთენტურობა არ დაკარგოს?
ქუთაისიპოსტი, ქუთაისში წარმოდგენილ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 1
წუთს უთმობს, რომ აუდიტორიას გააცნონ თავიანთი ხედვები ქუთაისისთვის
მთავარი თემის გარშემო. ტრადიციულად უარი გვითხრა "ქართული ოცნების"
წარმომადგენელბამა. ასევე, უარი თქვეს თავიანთი პოზიციის
დაფიქსირებაზე პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოსთვის"
წარმომადგენლებმაც.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების
რეაბილიტაციისთვის ტენდერი {NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების
ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს
„დაგმა“ აიღო.
თუმცა, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის დაპირება
გაცილებით ადრე, 2018 წელს გაიცა, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი
ჭიღვარიას მიერ. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის
რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც
მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ. თუმცა,
პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.
საბოლოოდ, ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას,
მუნიციპალური ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადებიდან, კიდევ 2 წელი
დასჭირდა. 2024 წლის მარტში დაწყებული ბულვარის რეაბილიტაცია,
ხელშეკრულების პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა
დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები