ვის რა ადგილი “შეხვდა” ქუთაისში - საარჩევნო კამპანია ბანერებსა და პლაკატებზე
15:01 / 08.10.2024
ქუთაისის ქუჩებში მრავლად შეხვდებით საარჩევნო პლაკატებსა და
ბანერებს.
თუმცა, დომინანტი მმართველი პარტიაა. ოპოზიციური პარტიების
წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანერო ადგილების მფლობელი
კომპნიები მათ საარჩევნო ბილბორდების განთავსებაზე, ხშირ შემთხვევაში,
შინააარსის გამო, უარს ეუბნებიან. თუმცა, არ აკონკრეტებენ რომელ
კომპანიაზეა საუბარი.
"მმართველი პარტიის საარჩევნო ბანარებისგან განსხვავებით, ჩვენ
პოზიტივზე და მომავლზე გვაქვს სწორება. თუმცა, გვქონდა ასეთი ტექსტი -
"დავემშვიდობოთ ბიძინას", რომლის განთავსებაზე უარი გვითხრეს", -
ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ქუთაისში, დავით
ბახტაძე.
ქალაქში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების
შეფასებით, მმართველი პარტია, ბანერების და პლაკატების განთავსების
კუთხით თანაბრობის პრინციპსაც არღვევს.
"სადაც კი თავისუფალი და თვალსაჩინო ადგილი იყო, ყველაგან გააკრა
"ქართულმა ოცნებამ" თავისი პლაკატები. ცხადია, ჩვენც გვაქვს
განსაზღვრულ ადგილებში განთავსებული, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც
მმართველ პარტიას", - ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი ალექსანდრე
მიქაუტაძე.
ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ვიდეოში ნახავთ, ვის რა ადგილი შეხვდა
საარჩევნო ბანერებისთვის ქუთაისში. მასალის მომზადებისას, ქალაქში
წარმოდგენილ საარჩევნო სუბიექტებს ჩართულობის თანაბრი შესაძლებლობა
შევთავაზეთ. თითოეული პოლიტიკური გაერთიანებიდან ერთ წარმომადგენელის
ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რაზეც
"ქართულმა ოცნებამ” ტრადიციულად უარი გვითხრა და არც ამ თემაზე ისურვა
საუბარი. ასევე, ვიდეოკომენტაზე თავი შეიკავეს "გახარიას
საქართველოსთვის" ქუთაისის საარჩევნო შტაბში, სადაც გვითხრეს, რომ ამ
მიმართულებით მუშაობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ.
26 ოქტომბერს საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები