ქუთაისის კინოფესტივალი შეფერხებებით და მხარდაჭერით
16:08 / 02.10.2024
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
შეფერხებების მიუხედავად მაინც გაიმართება.
შეფერხების მიზეზი ქუთაისის მერია გახდა. მან ფესტივალის სპონსორობაზე
უარი განაცხადა.
ფესტივალის დაწყებიდან ორი კვირით ქუთაისის მერიამ უარი
განაცხადა ფესტივალის დასპონსორებაზე. ფესტივალის
ორგანიზატორებმა 17 სექტემბერს, მერიის კულტურის, სპორტის,
განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, ოფიციალური წერილით,
უარი განაცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე - დაესპონსორებინა
ფესტივალი.
ორგანიზატორების განცხადებით, მერიამ მიზეზად საკმარისი თანხის
არარსებობა დაასახელა. იგივე მიზეზი დაუსახელა მერიამ ქუთაისიპოსტსაც
და აღნიშნა, რომ "ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ბოლო თვეების
განმავლობაში წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი საჭიროება,
რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნია მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის.
შესაბამისად, ამ საკითხებმა გამოიწვია ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების
განხორციელების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში შესაბამისი
სახსრების არქონის გამო, ქუთაისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია
შესაძლებლობას, განახორციელოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო
ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები".
ფესტივალი სხვა სპონსორებისა და საზოგადოების მხარდაჭერით
გაიმართება.
კინოფესტივალი 4-9 ოქტომბერს კინო საქართველოში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები