ვიდეო
საცოცი კედელი ქუთაისში და ევროკავშირის მხარდაჭერა მეკლდეურობას
FaceBook
საცოცი კედელი ქუთაისში ერთ-ერთი პროექტია იმ მრავალთაგან, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.

ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა, მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა დამტკიცდა.

პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

იგი საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და 63.75 მილიონ ევროიანი ბიუჯეტით, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობაც ქუთაისში, რომელზეც, მეკლდეურობისა და მთასვლელობის ტრადიციებიდან გამომდინარე, დიდი მოთხოვნა არსებობდა

"მეკლდეურობის დიდი ტრადიციები გვაქვს, მიხეილ ხერგიანის სახელიც საკმარისია ამის საილუსტრაციოდ. მას შემდეგ რაც ხელოვნურ კელდებზე გადავიდა ეს სპორტი იყო ჩამორჩენა, რადგან არ არსებობდა სქართველოში ისეთი ინფრასტრუქტურა. სადაც ბავშვი ისწავლიდა ხელოვნურ კედლებზე ცოცვას. ხელოვნურ და ბუნებრივ კედლებს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს. სადღეისოდ ქუთაისში არსებობს ხელოვნური საცოცი კედელი, შესაბამისად ამ სპორტს სრული მხარდაჭერა აქვს და ბავშვებს შეუძლიათ რეჯიბრებებში მონაწილეობა", - აღნიშნა მეკლდეურმა და მწვრთნელმა კოტე გიორგაძემ.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. 



Print