"მოსახლეობა ევროპაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ" - დევნილი წყალტუბოდან
12:11 / 25.09.2024
"ევროპაში House master-ები იგივე ამხანაგობის თავმჯდომარეები, არიან
ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ბინაში მცხოვრებელების უსაფრთხოებაზე,
ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით
ეკიდებიან,“ - გვიყვება ქრისტი ქუთათელაძე.
ის წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. თავადაც დევნილია.
ამბობს, რომ თავისი თემის სოციუმში ინტეგრირებისთვის ბევრს მუშაობს.
შესაბამისი კურსები კი, წლების წინ, გერმანიაში გაიარა.
სწორედ, გერმანიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ მიიღო
გაადაწყვეტილება ახალი უნარები თავის თემში გამოეყენებინა. ამისთვის,
მან წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში საინიციატივო ჯგუფი შექმნა და
დევნილთა ყოველდღიურ ცხოვრებაში თავადაც ჩაერთო და სხვებიც ჩართო.
"დღესდღეობით ამხანაგობის თავმჯდომარეები არცთუ ისე არიან ჩართულნი
თავიანთი მოსახლეობის ცხოვრებაში. ევროპაში კი, მოსახლეობა უფრო მეტად
არის დამოკიდებული House master-ებზე. მათ იციან, რომ ნებისმიერ
საყოფაცხოვრებო საქმეს, ეს ადამიანიანები უმტკივნეულოდ მოაგვარებენ,
ოღონდ, მათთან შეთანხმებით. იციან, რომ მათ შეუძლიათ მშვიდად ჩააბარონ
თავიანთი სახლის გასაღები და არ ქონდეთ არანაირი შიში. ამდენად,
მოსახლეობა ევროპაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ,“ - აღნიშნავს
დევნილი.
ქრისტი ქუთათელაძე ამბობს, რომ მისი მიზანია ევროპაში ნანახი და
შეძენილი უნარები, რომელმაც აღაფრთოვანა, თავის თემში გადაიტანოს და
წვლილი შეიტანოს ევროპისკენ სვლაში.
მასალის გამოყენების პირობები