კოლხური შადრევანი - ევროკავშირის დაფინანსებული ქუთაისის მთავარი ტურისტული ატრაქცია
18:50 / 01.10.2024
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში განთავსებული კოლხური შადრევანი, რომლითაც
ადგილობრივი მთავრობა თავს იწონებს, ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერითაა მოწყობილი.
კოლხურ თემაზე შექმნილი შადრევანი ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდევლი
ატრაქციია ტურისტებისთვის.
ცენტალურ მოედანზე შადრევნის მოსაწყობად, 11 წლის წინ, ევროკავშირმა 3
მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა. წლების შემდეგ, მის შესაკეთელადაც
უცხოური თანხები გამოიყო.
2022 წელს, მოპირკეთდა შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი,
შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, რეაბილიტირდა
მონუმენტური ნაწილი - ქანდაკებები და ეს ყველაფერი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე „რეგიონების
ინტეგრირებული
განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 526 699
ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები