ვიდეო
„ევროპა არის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბება“ - პედაგოგი ქუთაისიდან
FaceBook
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული დამოკიდებულება, ხოლო სასწავლო პროცესი თავად ბავშვზე მორგებული
- გვიყვება თავის პირველ შთაბეჭდილებებს 23-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამთა ხარაბაძე პირველად ევროპულ სკოლებში გასვლის შემდეგ.

ინგლისური ენის პედაგოგი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპულ სკოლებს 2012 წლიდან სტუმრობს. ამბობს, რომ ბავშვებს სკოლის მერხიდან აჩვევენ თავისუფლებას, ვალდებულებას და უფლებებს.

"ევროპა არის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ევროპაში ბავშვები არიან ლაღები და ამასთანავე კრიტიკულებიც", - ამბობს პედაგოგი, თამთა ხარაბაძე.



23 -ე საჯარო სკოლის პედაგოგი იხსნებს, რომ პირველი რაც ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო, ის რომ შეცვლა საკლასო ოთახი, რომელიც უფრო ფერადი და მხიარული გახადა.
"ფერადი კედლებიც და სასიამოვნო მუსიკაც იმიტომ გვჭირდება, რომ ბავშვმა შინაგანად იგრძნოს თავისუფლება და სილაღე. ასეთი ადამიანი კი, მეტად პროდუქტიულია, სწორედ ეს დამანახა ევროპულმა განათლებამ", - ამბობს პედაგოგი.


თამთა ხარაბაძე ევროპულ ქვეყნებში სასკოლო გაცვლით პროგრამებში 23-ე სკოლის ეგიდით მონაწილეობს.

ამჟამად, ინგლისური ენის პედაგოგი, უკრაინასთან დამეგობრებული ქალაქი ნიუპორტის სკოლების თანამეგობრობის საერთაშორისო პროექტშია ჩართული, რომლის ფარგლებში, უცხოეულ სტუმბრებს ჯერ 23-ე საჯარო სკოლა უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ, თავად ჩავლენ ნიუპორტში.


Print