ვიდეო
„ევროპა თავისუფლებაა, ავტორიტარიზმი - საფრთხე ხელოვანისთვის“ - ლია უკლება
FaceBook
ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა უმცირესობები, მათი ტკივილები, რელიგიური ძალადობა და მრავალი სხვა პრობლემა არაერთხელ გამხდარა მხატვარ ლია უკლებას ნახატებში მთავარი სათქმელი.

ხელოვანს უწევს საზოგადოებაში არსებული ტკივილების შემჩნევა და მათი მხატვრულად გადააზრება საკუთარ შემოქმედებაში. ამას კი შესაბამისი სივრცე სჭირდება. ადგილი, სადაც ხელოვნება შეიძლებს იყოს ცოცხალი თავისუფალი და პოლიტიკური.

დასავლეთი, კონკრეტულად ევროპა სწორედ ასეთი თავისუფლების სივრცეა, სადაც პრობლემეზე არ გიწევს იგავის ენით ლაპარაკი, არამედ შეგიძლია პირდაპირ, შეფარვის გარეშე აჩვენო, დახატო, გამოხატო.
ასე მიაჩნია მხატვარ ლია უკლებას.

"ავტორიტარული რეჟიმი მალავს, როგორც პრობლემებს ისე, ადამიანებს. დასავლეთის დემოკრატიული სამყარო, კი საშუალებას გაძლევს ყველა რაკურსიდან გააშუქო, სასურველი ფორმა მოუძებნო და ისე დახატო, აჩვენო, გააშუქო", - ამბობს მხატვარი.

ლია უკლებასთავის ევროპულ ღირებულებებს და ევროინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. აქ ხედავს ხელოვანისთვის თუ რიგითი ადამიანისთვის ყველაზე სასურველ გარემოს განვითარებისთვის.

"დასავლეთი ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული სივრცეა. მნიშვნელობა არა აქვს ასაკს, მდგომარეობას, ფიზიკურ შესაძლებლობებს. დასავლური სისტემა ყველაზე ზრუნავს და ყველას აძლევს თავის გამოვლენის საშუალებას", - ამბობს მხატვარი.



Print