ვიდეო
„ოცნების ქალაქი“ - შეპირებული და განუხორციელებელი
FaceBook
"ოცნების ქალაქი" "ქართული ოცნების" მრავალირიცხოვანი შეპირებებიდან ერთ-ერთია, რომელიც არ განხორციელებულა.

ქალაქისთვის ფუნქციის შეძენისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის ქუთაისში მინი ქალაქის მშენებლობა იგეგმებოდა.
მინი ქალაქი 2016 წლის პროექტი და შეპირება იყო. ამ პროექტზე საუბრობდნენ მაშინელი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ქალაქის ყოფილი მერი შოთა მურღულია.
"ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე სულ 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა იყო დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში სასტუმრო კომპლექსი, აკვა-პარკი, სამორინე, კინოთეატრი, სპორტული და გასართობი კომპლექსები განთავსება იგეგმებოდა. ამასთან, პროექტი 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასაც ითვალისწინებდა.

პროექტს შპს "აია ინტერტაიმენტი" გეგმავდა,
ჯამური საინვესტიციო თანხა 273 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.

2016 წლის თებერვალში კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტის Kუტაისი რესორტს მშენებლობის წინადადებით მიმართეს და 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სთხოვეს. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 204 606 კვ.მ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო.

ეს ტერიტორია ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის
N244 განკარგულებით, სახელმწიფოს გადაეცა.

პროექტის ავტორები, მაშინ განმარტავდნენ, რომ "ოცნების ქალაქის" ტურისტული ნაწილი ქუთაისის უძველეს სახელთან, აიეტთან და არგონავტების მითთან იყო დაკავშირებული.
ისინი ვალდებულებას იღებდნენ, რომ მიწის გადმოცემიდან არაუგვიანეს 90 დღეში, უზრუნველყოფდნენ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას. პროექტის განხორციელებას დაახლოებით 5 წელი დასჭირდებოდა.

შესაბამისად პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

მიუხედავად ხმაურიანი ანონსისა და გრანდიოზულობისა პროექტი აღარ განხორციელდება.





Print