ვიდეო
„ევროპა თავისუფლებაა, რაც ასე მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის“ - ქრისტინე რობაქიძე
FaceBook
"ევროპა ძალიან განსხვავდებოდა აქაური რეალობისგან", - ასე იხსენებს მხატვარი ქრისტინე რობაქიძე მისი ევროპაში სწავლის გამოცდილებას.

ქრისტინეს ვენის უნივერსიტეტში მოუწია გარკვეული პერიოდის გატარება.

როგორც თავად იხსენებს, ეს პერიოდი მძაფრი ემოციებით იყო სავსე.

ემოციები განაპირობა ევროპული განათლების ფორმების და ევროპელი ხელოვანების შესაძლებლობების მაღალმა ხარისხმა.

თუმცა ქრისტინე ახლა ასეთ მკვეთრ სხვაობას ვერ ხედავს ევროპელ და ქართველ მხატვრებს შორის. ბოლო წლების განმავლობაში ევროპასთან მეტმა დაახლოებამ და ინფორმაციის მიმოცვლამ უფსკრული გარკვეულწილად ამოავსო.
ევროპა დაუსრულებელი სწავლის, განვითარების სივრცეა და ევროინტეგრაციაც ამას გულისხმობს - ევროპულ ოჯახთან ერთად მუდმივი წინსვლისა და განვითარების პროცესში ჩაბმას.

ქრისტინე შემაფერხებლად ამ გზაზე საბჭოთა მემკვიდრეობას ხედავს, რომლის ნარჩენები და შტრიხები ქართველი რიგი ხელოვანების პოზიციებსა და შემოქმედებაშიც იკითხება.

"ევროპული მომავლის გარეშე, წარმოდგენა არც მინდა, არც ერთ წარმოდგენაში არ ვუშვებ რომ ეს შესაძლებელია მოხდეს.

ვფიქრობ ეს იქნება მომაკვდინებელი კულტურისა და, ხელოვნებისთვის, ზოგადად რომ ვთქვათ ეს გამოიწვევს ქვეყნის კვდომას".

მხატვარი არც განიხილავს, რომ ქართული მოსახლეობა ევროპულის გარდა სხვა არჩევანს გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი ტოვებს ქვეყანას, მათ შორის ხელოვანები, ქრისტინე იმედოვნებს რომ სწორი არჩევანი და ქვეყნის ევროპისკენ სვლა მათი დაბრუნების შესაძლებლობას გააჩენს.

"ბევრი ემიგრანტი განიცდის, ბევრი ელის უკან დაბრუნებას და მათ არ უნდა მოეჭრათ უკან დასაბრუნებელი გზა", - ამბობს ქრისტინე.


Print