„ამერიკა გიწყობს ხელს ყველა ოცნება რეალობად აქციო“ - ბოსტონის კონსერვატორიის სტუდენტი (ვიდეო)
10:16 / 06.09.2024
"ძალიან მინდა რომ მსოფლიომ უფრო მეტი გაიგოს ქართველი ხალხის
ნიჭიერების შესახებ", - ამბობს მუსიკოსი ლიზი ბასილაძე, რომელიც
ბოსტონის ბერკლის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია.
ლიზიმ თავისი "წილი საქართველო" გააცნო ბერკლის მუსიკალურ
საზოგადეობას. თუმცა მუსიკოსი თვლის, რომ კიდევ დიდ მემკვიდრეობას და
პოტენციალს იტევს ქართული მუსიკალური კულტურა და მსოფლიომ ამის
შესახებ უნდა იცოდეს. ამის საუკეთესო შესაძლებლობას კი დასავლეურ
ცივილიზციასთან ინტეგრაცია იძლევა, მიაჩნია ლიზის.
ლიზი აღნიშნავდა, რომ ბერკლის პროფესორები სწორედ ამ მიმართულებით
იჩენდნენ ინტერესს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმ უნიკალურობის და
გამორჩეულობის დანახვა და აღიარება, რაც ლიზიმ საქართველოდან
ჩამოიტანა და რითაც ნაკვებია ლიზის მუსიკალური შესაძლებლობები.
ლიზის რთული გზის გავლა მოუწია, დაუღალავი შრომა და ბევრ კონკრუსში
მონაწილეობა ამ გზის შემადგენელი ნაწილი იყო. ლიზის შრომა და
მონდომება დაფასდა და ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ
ბერკლისკენ გზა გაუხსნა.
იყო თავდაჯერებული, გქონდეს რწმენა და იმის გჯეროდეს, რომ ყველაფერი
გამოგივა, - ეს თვისებები მას მუსიკოსისთვის აუცილებელ პირობად
მიაჩნია წარმატებისთვის.
ეს რწმენა ლიზის მისმა, ქართველმა პედაგოგმა ანჟელა დოლაბერიძემ
შესძინა.
"ჩემს პედაგოგს იმაზე მეტად სჯეროდა ჩემი, ვიდრე მე თავად", - ამბობს
ლიზი.
ქუთაისელი ლიზი ბასილაძე ბოსტონის ბერკლის კონსერვატორიის კონკურსის
(ჩჰურცჰილლ Pიანო ჩომპეტიტიონ) გამარჯვებული გახდა.
მან კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და 25 000 ევროთი
დაჯილდოვდა.
მანამდე ლიზი დეკემბერში გამართულ შესარჩევ ტურში 6 კონკურსანტს შორის
გავიდა, შემდეგ კი ოთხეულში მოხვდა.
ლიზი ბასილაძე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური
სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია.
ის ახლა ბოსტონში ბერკლის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია.
მისი პირველი სოლო კონცერტი ბოსტონში მიმდინარე წლის აპრილში
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები