ვიდეო
დე[და]ჩემი ემიგრანტია - რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შესაჩერებლად (თავისუფალი ტრიბუნა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი", საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო, მოქალაქეებს თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.

ქალაქის ქუჩებში განთავსებულ სპეციალურ ბანერთან, შესაძლებლობა აქვთ გააჟღერონ თავიანთი ხედვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით - სად ხედავენ პრობლემას, რა არის გამოსავალი და რას გააკეთებდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი თავად რომ იყვნენ.

თავისუფალი ტრიბუნის პირველი თემა გახლავთ მიგრაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და გამოსავლის გზები.

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, ქუთაისი, მოსახლეობის რაოდენობით, საქართველოში მეოთხე ადგილზეა, მაშინ როდესაც, წლების წინ, მეორე ადგილს იკავებდა. ასევე, საქსტატის ამავე წლის მონაცემებით, ქუთაისში მცხოვრებთა რაოდენობა ბოლო 30 წელიწადში თითქმის განახევრდა: 2023 წელს 130,4 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც 101.8 ათასით ნაკლებია 1994 წლის მონაცემებთან შედარებით.

რატომ ტოვებს მოსახლეობა ქალაქებს/ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად? - ჩვენ მიერ გამოკითხული 20-მდე მოქალაქიდან, უმეტესობა ემიგრაციის პრობლემას ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობაში, სამუშაო ადგილების არარსებობასა და უპერსპექტივობაში ხედავს, გამოსავლად კი სახელმწიფო ხარჯების შემცირებას და მათ შორის, მინიმალური ხელფასის დაწესებას ასახელებს.

ნახეთ მიგრაციის თემაზე "თავისუფალ ტრიბუნასთან" მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები:


Print