ვიდეო
მუზეუმი ომის კვალდაკვალ (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისისპოსტი" აგრძელებს რუბრიკას  "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".

რუბრიკის მიზანია ფართო აუდიტორიას აჩვენოს და გაახსენოს ოკუპაციის კვალი, აღადგინოს ფრაგმენტებად შემორჩენილი მოვლენები და ფაქტები, რომლებიც განადგურდა საბჭოთა რუსეთის მიერ 70 წლის განმავლობაში. მათზე დაყრდნობით რუბრიკაში ვისაუბრებთ რუსეთის მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე.

მორიგი ვიდეო ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმშია გადაღებულია, სადაც რუსული ოკუპაციის და აგრესიის კვალი თვალნათელია. 

მუზეუმში დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები (ძირითადად იარაღ-საჭურველი), II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მასალები (ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები), აგრეთვე აფხაზეთსა (1991-1993 წწ.) და 2008 წლის აგვისტოში განვითარებული აგრესიის ამსახველი მასალები.

ნახეთ ვიდეო:

Print