"ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ დაჯარიმება უნდა?!" - ვიდეოგამოკითხვა
16:05 / 15.06.2020
დღეიდან პირბადის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 20
ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
ქუთაისში, ამ რეგულაციას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
ნაწილი მოქალაქეების ამბობს, რომ 20 ლარიანი
ჯარიმაც მოსახლეობას უფრო მეტად გააღარიბებს, ნაწილი თვლის,
რომ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება
მნიშვნელოვანია.
"ისედაც გაღარიბებულ ხალხს კიდევ ჯარიმა გვინდა", -
ნახეთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული
ვიდეოგამოკითხვა:
პირბადის
გამოუყენებლობის შემთხვევაში ასევე ჯარიმდებიან ტაქსის
მძღოლებიც.
''თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან
თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის
გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ
პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ
საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე", - განაცხადა
კანონმდებლობის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ უნდა განსაზღვროს კონკრეტული დაშვება იმ
პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე, უნდა
განისაზღვროს როგორ შეიძლება განიმარტოს კანონი აბიტურინტების
შემთხვევაში.
პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი 12
ივნისს დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები