ქუთაისელები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენაზე - ვიდეოგამოკითხვა
18:01 / 03.09.2019
2 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“
პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია
წარადგინა.
რამდენად მისაღებია გახარიას
კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე
მაშინ როცა, 76-ე დღეა მის გადადგომას 20 ივნისის ღამის მოვლენების
შემდეგ, ითხოვენ, ნახეთ ქუთაისელების შეფასებები:
საზოგადოება გიორგი გახარიას
გადადგომას 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ითხოვს. 20
ივნისს რუსთაველის გამზირზე, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შედეგად გამოწვეული
პროტესტის ნიშნად, აქციაზე მისულმა მოსახლეობამ პარლამენტში
შეჭრა სცადა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ
მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები
და ცრემლსადენი გაზი.
რუსთავლეზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა.
სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. ამ
ყველაფერზე საზოგადოება პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას
აკისრებს.
მასალის გამოყენების პირობები