საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქუთაისში, ამხანაგურ შეხვედრას კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს
FaceBook
8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისში ბრუნდება.

ვილი სანიოლის გუნდი 8 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში, კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს შეხვდება.

მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

ბოლო მატჩი, რომელიც ეროვნულმა გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშა, 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ 2-2 დასრულდა.




Print