საქართველოს თასი „ქუთაისი 2010-მა“ მეხუთედ მოიგო
FaceBook
საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010" საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

მოქმედმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში ,,თსუ" ანგარიშით 83:76 დაამარცხა.

მატჩის ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, რომელმაც იმერულ კლუბს 21 ქულა შესძინა. ორმაგი დუბლები შეასრულეს ილაია ჯოინერმა (14 ქულა, 10 მოხსნა) და აკაკი დვალიშვილმა (13 ქულა, 10 მოხსნა).

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა საქართველოს თასი მეხუთედ მოიგეს, რაც ქართულ კალათბურთში საუკეთესო შედეგია.


Print