„ქართული კლასიკო“ ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო
FaceBook
„ქართულ კლასიკოში“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა, „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩი „რამაზ შენგელიას არენაზე“ გაიმართა.

22-ე წუთზე ანგარიში საბა კვირკველიამ გახსნა, ოთხ წუთში კი გიორგი კოხრეიძემ „ტორპედოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში, ქუთაისური გუნდი 8 ქულით მე-7 ადგილზეა, „დინამო“ (11 ქულა) კი მე-6 პოზიციაზეა.


Print