ქუთაისელი ტყვიით მსროლელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
FaceBook

ქუთაისელი ტყვიით მსროლელები გიორგი მუმლაძე და იოანე ხვარეშია, საქართველოს ვაჟთა ნაკრებთან ერთად, ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონები გახდნენ.



საქართველოს ნაკრების სამეულმა (გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე) ფინალში 16:6 დაამარცხა უკრაინის ნაკრები და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი პოლონეთმა მიიღო, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში 16:6 დაამარცხა ბულგარეთი.

ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარეობდა. 

 

Print