ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა, მონტენეგროში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს
FaceBook
ანასტასია კირთაძე  "ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში" გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი.
მან ჩემპიონის ტიტული 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა. 

მეორე ადგილზე 8 ქულით გავიდა ქუთაისელი დიანა ლომაია, მესამე ადგილზე კი - ბარბარე აშოთია. 

რაც შეეხება ჭაბუკებს, 20 წლამდე ასაკში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლუკა კილაძე  აიღო, მეორე ადგილზე აკაკი ყალიჩავა გავიდა, მესამეზე კი - ნიკოლოზ შამათავა.

საქართველოს პირველობა 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად და ორ ტურნირად ჩატარდა, 40 მონაწილეს შორის.

ანასტასია კირთაძემ და ლუკა კილაძემ, ამ გამარჯვებით, მონტენეგროში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.

მსოფლიო პირველობა 23 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პეტროვაცში გაიმართება.

Print