ქუთაისელი მოჭადრაკეების წარმატება პოლონეთში, საერთაშორისო ფესტივალზე
FaceBook
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, "Cracovia 2024", ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ფესტივალზე, B ტურნირში, პირველი ადგილი ერთპიროვნულად დაისაკუთრა ლაზარე ქვაჩაკიძემ, მომდევნო საპრიზო ადგილებზე კი გიორგი ნემსიწვერიძე და ლილე სვანაძე გადანაწილდნენ.

სამივე მათგანი მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის №16 საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა. მათი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.

რიგით 35-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "Cracovia 2024" პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობდა. 





Print