ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
FaceBook

ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.



პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მარიამ მურღვლიანმა (87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 97 /100/ 103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120/125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც.


 

Print