2024-25 წლების სეზონის სუპერთასი "ქუთაისი 2010-მა" მოიგო
FaceBook
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ქუთაისი 2010”-მა მოიგო.

კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერსათასო მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, ანგარიშით 86:68, მოუგო.

სუპერთასი პირველი ოფიციალური ტიტულია, რომელიც სეზონის დასაწყისში თამაშდება. აღნიშნული ტიტული ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა, არსებობის ისტორიაში, უკვე მესამედ მოიგო.

ქუთაისელებმა სუპერთასი, პირველად, 2014 წელს მოიგეს, შემდეგ 2021-ში და რიგით მესამე ტიტულს, გუშინ, თბილისი არენაზე დაეპატრონენ.

"ქუთაისი 2010" ფიბა ევროპის თასზეც ასპარეზობს და პირველი მატჩი 9 ოქტომბერს, სლოვაკეთში ელის. 



Print