3 ოქროს მედალი - ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
FaceBook
მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქუთაისელმა სპორტსმენებმა, ახალგაზრდებს შორის, 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.

გიორგი კვასტიანი, ავთანდილ თუთბერიძე და ნოდარ ბოჯგუა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 

მათი მწვრთნელი ირაკლი გამთენაძეა.

მსოფლიო ჩემპიონატი, მოლდოვის დედაქალაქში, ქალაქ კიშინიოვში იმართება.

ბრძოლები 25 აგვისტომდე გაგრძელდება, სადაც პარა სპორტსმენები და დიდები იასპარეზებენ.
Print