საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა
FaceBook
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ავსტრიაში გაემგზავრა.
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება, 9 ივნისს კი გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.

18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22 ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას – გელზენკირხენში.

Print