ქუთაისელი მოჭადრაკე პოლონეთში გამართული ტურნირიას გამარჯვებულია
FaceBook
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჭადრაკში, მერი არაბიძემ პოლონეთში, ლეხ კაჩინსკის მემორიალზე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ტურნირი 6 უძლიერეს, ევროპელ დიდოსტატს შორის საჭადრაკო „სამჭიდში“ ჩატარდა.

მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრნენ.

ხუთი კლასიკური, ხუთი სწრაფი და 10 ელვისებური პარტიის ჯამში პირველ ადგილზე მერი არაბიძე გავიდა, მეორეზე - ევროპის ექსჩემპიონი ალინა კაშლინსკაია, ხოლო მესამე ადგილზე - მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა.

Print