სამართალი
სასამართლოს საათი - რა უნდა იცოდე, თუ ნაფიც მსაჯულად გამოგიძახეს
FaceBook
სასამართლოსთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, საზოგადოების ინფორმირებულობისა და სასამართლო სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, "ქუთაისიპოსტი" აგრძელებს ახალ რუბრიკას - სასამართლოს საათი.

ნაფიცი მსაჯულები, იგივე ხალხის წარმომადგენლები, მართლმსაჯულების განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობენ. ისინი, როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომლებიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტენ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს, პროფესიონალი მოსამართლეები დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად ნიშნავენ.

შესაძლებელია თუ არა ნაფიცი მსაჯულობის თავიდან აცილება? ვალდებულია თუ არა ნაფიცი მსაჯული დაესწროს კონკრეტულ საქმეზე ჩანიშნულ ყველა სასამართლო პროცესს? შესაძლებელია თუ არა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გასაჩივრება და რა შემთხვევაში? - რა იციან მოქალაქეებმა აღნიშნულის შესახებ და რეალურად, რას განმარტავს კანონი, ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს ვიდეოში იპოვით.




ვიდეო მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The video was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this video are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

Print