სამართალი
ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახი - მოვითხოვთ სასჯელის უმკაცრეს ზომას
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი  დასრულდა. საქმეზე წინასწარი მოსმენა 8 აპრილს განახლდება.
გარდაცვლილის დედის განცხადებით, ის ეთანხმება გამოძიების ვერსიას. "პოლიციამ გვაჩვენა ვიდეო კადრები, სადაც დასტურდება, რომ ჩემს შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე სწორედ ამ ადამიანმა. ვითხოვ, დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დაისაჯოს,"-ამბობს ნანა გიგლემიანის დედა, რუსუდან ნანავა.
თუმცა გარდაცვლილი გოგონას ბოცოლას, ნაზი გიგლემიანის განცხადებით, თუკი ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკეთას მიუსჯიან, მაშინ ეს იმის ნამიშნბელი იქნება, რომ ბრალდებული შეშინებულია და გამოძიება ვიღაცას ხელს აფარებს.
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. პოლიციამ გუშინ დააკავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "გაზ 53"-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფვრით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თავდაპირველი ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავდნენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობდნენ.
დეა მანაგაძე

Print