პოლიტიკა
საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის განაჩენი 17 მარტს გამოცხადდება
FaceBook
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენი 17 მარტს, 11:00 საათზე, გამოცხადდება.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოლოდინი იყო, რომ ის გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებდა.

დღევანდელ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილმა "ვივა მედიდან" დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. 

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ელგუჯა ცომაიას სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი - დანაშაულის დაფარვას. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




Print