პოლიტიკა
პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა
FaceBook
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.


მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კი ასეთია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

მთავრობის დამტკიცების მიუხედავად, ოპოზიცია და საზოგადოების უმეტესი ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

პარლამენტის სხდომებს არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 
Print