პოლიტიკა
ქუთაისის საარჩევნო უბნებთან ''ქ.ო'' ინიციალები გამოჩნდა
17:01 / 30.10.2020
ქუთაისის საარჩევნო უბანებთან ახლოს
,,ქართული ოცნების'' პარტიულ ფერში "ქ.ო." ინიციალები
გამოჩნდა.
26_ე ქუთაისის საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნორა ჩუბინიძის
განმარტებით, მათთვის უცნობია თუ ვინ გააკეთა ეს წარწერა ან რას
ნიშნავს.

სავარაუდოდ წარწერა ოცნების აქტივისტების მიერაა გაკეთებული და ის
პარტიის ინიციალებია.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები
ტარდება.
ამომრჩეველმა მე-10 მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს.
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის 22 პარტია იბრძვის,
ამის გარდა, ქუთაისში ქალაქის მერსაც აირჩევენ.
29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო
ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული
საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაცვლად
73-ისა, ქვეყანას მხოლოდ 30 მაჟორიტარი ეყოლება.
2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც შედარებით მცირე
მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას
მისცემს.
კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა 156 257-მა
მოქალაქემ უნდა გააკეთოს.
ქალაქში სულ 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორისაა 7
სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულაში და ხოლო დანარჩენი 6
კი, კოვიდინფექციის გამო თვითიზოლაციიასა და კარანტინში მყოფი
პირებისთვისაა განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები