პოლიტიკა
პოსტიდან გადამდგარი ვიცე-მერი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს
FaceBook
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე, ნინო თვალთვაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 14 ივლისს გააკეთა.
მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ მან თავის სოციალურ გვერდ ფეისბუქში დაწერა. 

"ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ!" - წერს თვალთვაძე.

თვალთვაძე მერის მოადგილედ ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 2017 წელს, გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად, წარადგინა.

მანამდე ის "საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი გახლდათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები  მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში გიორგი ჭიღვარიამ აპრილში თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით დაკავებული პოზიციები დატოვეს მერიის ადმინისტრაციული და მერიის აუდიტის სამსახურის უფროსებმაც.

Print