პოლიტიკა
ქუთაისში 19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მამაკაცი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში ავარიის შედეგად 19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 6 თებერვალს  ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 6 თებერვალს მისი მართვის ქვეშ მყოფი "გაზ-53"–ის მარკის სატვირთო ავტომობილით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს – 19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "გაზ 53"-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფვრით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით)," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
Print