პოლიტიკა
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს
10:34 / 07.11.2019
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34
დღეა შიმშილობს.
მისი უფლებადამცველის თქმით, პატიმარი 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რომელიც პატიმარი
წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკავების დღიდან შიმშილობს. ამბობს,
რომ ის მანამდე გააგრძელებს პროტესტის ამ ფორმას ვიდრე მისით
მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან", - ამბობს დაკავებულის
ადვოკატი ილია ჯანელიძე.
ის ამბობს, რომ პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო
მძიმეა.
პატიმარს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა
შიმშილობს
მასალის გამოყენების პირობები