პოლიტიკა
სამტრედიაში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
FaceBook
სამტრედიაში ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 1974 წლის დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისათვის ნასამართლევი გ.ბ. და 1992 წლის დაბადებული გ.ბ.. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გაჩერებული, ირანის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან მოიპარეს ხელჩანთა, სადაც იდო 1300 აშშ დოლარი, 3 400 000 ირანულ რეალი, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა დოკუმენტი. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები და ფული კი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.  

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


Print