კულტურა
ქუთაისელი გიორგი არაბიძე ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონკურსების გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მას ჟორჟ ბიზეს და კლოდ დებიუსის საერთაშორისო კონკურსებზე, ,,ორიგინალური კომპოზიციის კატეგორიაში", I ადგილი და ,,ოქროს პრიზები" მიენიჭა.

გიორგიმ ასევე დაიმსახურა სპეციალური პრიზები: ,,საუკეთესო საშემსრულებლო ტექნიკისათვის" N 4 სონატაში (ჟ. ბიზეს კონკურსი ბრიტანეთში) და ,,საუკეთესო კრეატიულობისათვის" N5 სონატაში (კ. დებიუსის კონკურსი საფრანგეთში).

გიორგი არაბიძე მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეა.


Print