ჯანდაცვა
კლინიკები იმერეთში, სადაც უფასო სკრინინგ გამოკვლევები ტარდება
FaceBook

ეროვნული სკრინინგ ცენტრი მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს სთავაზობს.


იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ამ მიზნით უნდა მიმართონ:

ქუთაისში, ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ "ჰერას", შპს "ბომონდს" და ზ. ცხაკაიას სახელობის მედიცინის ცენტრს, საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს, ჭიათურასა და ზესტაფონში "ჯეო-ჰოსპიტალის" კლინიკებს, ასევე, ზესტაფონში არსებულ კლინიკა "ელიტეს".

სამტრედიაში უფასო გამოკვლევები მსურველებმა სამედიცინო ცენტრ "რკინიგზასა" და "ჯეო–ჰოსპიტალში" უნდა ჩაიტარონ.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში რეგისტრირებულ მოსახლეობას შემდეგი სამედიცინო კვლევების ჩატარება შეუძლიათ:

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს მამოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში - მამოლოგის კონსულტაციას, ციტოლოგიას ან ექოსკოპიას)

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე (ითვალისწინებს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში - კოლპოსკოპიას)

მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს ტესტს ფარულ სისხლდენაზე)

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტს)

რეგიონში რეგისტრაციის მიუხედავად, პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება თბილისში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრშიც შეუძლიათ.




 

Print