განათლება
ქუთაისელმა პიანისტმა ბერკლის კონსერვატორიის კონკურსში გაიმარჯვა
FaceBook
ქუთაისელი ლიზი ბასილაძე ბოსტონის ბერკლის კონსერვატორიის კონკურსის (Churchill Piano Competition) გამარჯვებული გახდა.

მან კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და 25 000 ევროთი დაჯილდოვდა.

მანამდე ლიზი დეკემბერში გამართულ შესარჩევ ტურში 6 კონკურსანტს შორის გავიდა, შემდეგ კი ოთხეულში მოხვდა.

ლიზი ბასილაძე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. 

ის ახლა ბოსტონში ბერკლის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია. მისი პირველი სოლო კონცერტი ბოსტონში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა. 

Print