განათლება
ქუთაისელი მევიოლინე ნიუ-იორკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.

ის კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა, სადაც გამარჯვება მოიპოვა.

“გავხდი ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი, რამაც ძალიან გამახარა. ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით. მექნება მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემოთავაზებები კონკურსიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ძალიან დატვირთული ზაფხული მელოდება“,- ამბობს გვანცა.

გვანცა ბუცხრიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში სწავლობს. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.


Print