„Საქართველოში უნიკალური ეკონომიკური ზრდაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
მისი თქმით, ოქტომბრის თვეში ეკონომიკა 7%-მდე გაიზარდა.

ღარიბაშვილმა ბოლო ათი თვის მაჩვენებელსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იანვრიდან- ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10.5%-ს შეადგენს.

Მან აღნიშნულ მაჩვენებელს " უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა" უწოდა.

"(საქართველოში) უნიკალური, უპრეცედენტო მაღალი (ეკონომიკური) ზრდა არის მთელ რეგიონსა და Მთელ ევროპაში. გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი მთავრობის სხდომაზე ონლაინ სათამაშო ბიზნესსაც შეეხო და დაანონსებულ აკრძალვებზე ისაუბრა.

Print