ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
მედ პერსონალში იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
უწყების ცნობით, იმერეთში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 3 395
შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყება ბოლო ორი წლის ანგარიშსაც აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით
ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა.
მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია.
მასალის გამოყენების პირობები