ბოლო ერთ კვირაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში
კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
აქვეყნებს.
ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი - 4 978 შემთხვევა თბილისში
დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა - 882 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი
იმერეთი - 624 ახალი შემთხვევა.
ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდა 72 073 ტესტი და დადასტურდა 7 812
ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი. ბოლო 7 დღის
დადებითობის მაჩვენებელია 10.84%. კორონავირუსის გავრცელებიდან
დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 675 965
შემთხვევა.
კორონავირუსის სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
კვირაში ერთხელ აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები