დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 100 232 ტესტი (92 556 ანტიგენ ტესტი, 7 676 პჯრ ტესტი.
მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2
შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.51%-ს
შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები