დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ერთი კვირის
სტატისტიკას აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან
22 მაისის ჩათვლით, კორონავირუსი კიდევ 586 ადამიანს დაუდასტურდა, 605
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ცენტრის ინფორმაციით, უფრო
მეტად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი. დადებითობის მაჩვენებელია
0.52%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები