ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 342
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 161 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 1
კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 38,
ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი - 26, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 653 460 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 634 474, გარდაიცვალა 16
794 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები