საქართველოში, ბოლო 5 თვის
განმავლობაში, ფულადი წახალისების სანაცვლოდ 246 819 მოქალაქე
აიცრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით სულ 40 679 400 ლარი
გაიცა. მონაცემები გასული წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 31 მარტამდე
პერიოდს მოიცავს.
პირველი დოზით 159 975 ვაქცინირებულებისთვის 31 995 000 ლარი გაიცა,
"ბუსტერ" დოზით 86 844 ვაქცინირებულებისათვის კი 8 684 400 ლარი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 30 აპრილამდე გრძელდება.
200 - ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი
ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების
შემდეგ შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები "ბუსტერის"
გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები